მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ისრაელმა წითელი ქვეყნების სიაში საქართველოც შეიყვანა

ისრაელმა წითელი ქვეყნების სიაში საქართველოც შეიყვანა, კამბოჯასთან და ზიმბაბვესთან ერთად. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ისრაელში ჩასვლისას მოუწევს 1 კვირიანი კარანტინის გავლა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენია. სხვა შემთხვევაში ისინი ისრაელში შესვლას ვერ შეძლებენ.

აგრეთვე გამოქვეყნდა Financial Times-ის სტატია, სადაც საქართველო მოხსენებულია ვაქცინაციის პროცესში წარუმატებელ ქვეყნად. ნამიბიისა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ ბოლოდან მესამე ადგილს ჩვენი ქვეყანა იკავებს.

საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობა სულ უფრო და უფრო რთულდება ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო. ამასთან ერთად მცირდება ტურისტების ნაკადიც, რომელსაც ასევე პოლიტიკური მდგომარებაც ამძიმებს. გაკოტრების ზღვარზე მყოფი ტურიზმის, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი უკვე მერამდენედ საუბრობს ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button