მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის დაპირისპირებას დავით ზალკალიანი ეხმაურება

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ეხმაურება. ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო ძალადობას გმობს.

“საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს”, – წერს მინისტრი ტვიტერზე

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ორშაბათს ღამით განახლებულ სამხედრო კონფლიქტს ამ დრომდე 30 ადამიანი ემსხვერპლა – 28 პალესტინელი და ისრაელის 2 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button