მსოფლიოსიახლეები

ისრაელში ავტობუსის გაჩერებაზე ხალხს ცეცხლი გაუხსნეს

ისრაელში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებაში მოხდა.

ადგილობრივების ჯგუფი ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როდესაც მათ მანქანიდან ესროლეს.
ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, თავდამსხმელები პალესტინელები იყვნენ.

ჯარისკაცებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მანქანა მიიმალა. დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button