ისრაელში პუტინსა და მის ქალიშვილზე პაროდია გადაიღეს

ისრაელის კომპანია Pango-მ პუტინსა და მის ქალიშვილზე სარეკლამო რგოლი გადაიღო.

ვიდეორგოლში პუტინის ქალიშვილი წითელი კაბრიოლეტით მოსკოვის ქუჩებში მოგზაურობს და უცენზურო სიტყვების გამოყენებით პარკირების ადგილს ეძებს. იგი მამას ურეკავს, რომელიც ალეპოში იბრძვის და მას პრობლემის მოგვარებას სთხოვს.

მამა-პუტინი დასახმარებლად ტანკზე ამხედრებული გამოემართება და შვილს პარკირების ადგილს უთავისუფლებს.

როგორც ცნობილია, Pango, მობილური აპლიკაციის მეშვეობით, პარკირებს ადგილების გაყიდვითაა დაკავებული. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მსგავს პრობლემასთან გამკლავებას პუტინზე უკეთესად შეძლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button