ისრაელში საქართველოს 23 მოქალაქე არ შეუშვეს
ისრაელში საქართველოს 23 მოქალაქე არ შეუშვეს, ისინი სადეპორტო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მესაზღვრეებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მოქალაქეები არალეგალურად აპირებდნენ ისრაელში დარჩენას.
ერთ-ერთი მგზავრის ოჯახის წევრი ამბობს, რომ მოქალაქეები ცუდ პირობებში არიან, მათ არც წყალი აქვთ და არც საკვები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსული ნებართვის მიღებას ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეები მოინახულოს.