მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ჩემთვის მეორეხარისხოვანია”
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისის სისხლიანი ღამის წლისთავზე ამბობს, რომ “ისროდნენ თუ არა დამიზნებით, მისთვის მეორეხარისხოვანია.”
“20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით… ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. აი, ასე, ჩემთვის, პირადად, არის მეორეხარისხოვანი.
“რა არის ჩემთვის მთავარი? ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, რომელიც შსს-მ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა და მათ ეს გააკეთეს.” – განაცხადა გახარიამ.