მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ისტორიაში პირველად, – კერძო კომპანიის ხომალდი კოსმოსში

SpaceX-მა და NASA-მ, ისტორიაში პირველად, კოსმოსში კერძო ხომალდი Crew Dragon-ი გაუშვეს. ისტორიული გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ხომალდში ასტრონავტები ბობ ბენკენი და დუგ ჰარლი სხედან. გაფრენა წარმატებით განხორციელდა.
როგორც SpaceX- ის ინჟინერმა ლორენ ლაიონმა განაცხადა, გაფრენამ შესანიშნავად ჩაიარა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ, აშშ-დან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ ასტრონავტების გაშვება 28 მაისს იგეგმებოდა, თუმცა უამინდობის გამო, გადაიდო.
https://www.facebook.com/FollowNASA360/videos/1504944696357044/