მსოფლიოსიახლეები

ისტორიაში პირველად, ფერგიუსონის მერი ფერადკანიანი ქალია

ქალაქ ფერგიუსონის მერად, ისტორიაში პირველად, ფერადკანიანი ქალი აირჩიეს.

ელა ჯონსი პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. მანამდე ის ქალაქის საკრებულოს წევრი იყო. ფერგიუსონში 2014 წელს პოლიციამ არასრულწლოვან ფერადკანიან ბიჭს ესროლა. ამის შემდეგ ფერადკანიანთა უფლებების დამცველი კამპანია Black Lives Matter [ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია] განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

ჯონსმა ფერგიუსონსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე გაიმარჯვა. გამოსვლები გასულ კვირას პოლიციელის მიერ, ფერადკანიანი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.

65 წლის ელა ჯონსმა, რომელიც ამავდროულად ეკლესიის პასტორიცაა, ხმების 54% მიიღო და რესპუბლიკელი კანდიდატი, ჯეიმს ნოულს III დაამარცხა, რომელიც 2011 წლიდან ფერგიუსონის მერია.

ჯონსის თქმით, მას პოლიციის დეპარტამენტის რეფორმა სურს.

ის ფერგიუსონის საკრებულოს პირველი ფერადკანიანი წევრი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button