მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ქრთამის აღების ფაქტზე,”გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის”თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის” დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი, სისტემატურად უწევდა მფარველობას ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ჩართულ პირებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდა უსაბუთო ხის მასალის შეუფერხებლად გადაადგილებას და სანაცვლოდ თითოეულ ტრანსპორტირებაში ქრთამის სახით იღებდა 300 ლარს”, – წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button