იტალია 2020 წლის ბოლომდე უცხოელი ტურისტებს აღარ მიიღებს. ამის შესახებ La Repubblica წერს.
აღნიშნული განცხადება, გამოცემასთან საუბრისას, ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ გააკეთა.
”საზღვრების გახსნა დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ცალკეული სახელმწიფოს პოლიტიკაზე”, – აცხადებს დარიო ფრანჩესკინი.
ამავდროულად, ფრანჩესკინიმ აღნიშნა, რომ მაისში, მუზეუმები და ძირითადი ღირშესანიშნაობები, რომლებიც კორონავირუსის გამო დაიხურა, განაახლებენ მუშაობას. თუმცა, მისივე თქმით, კოლიზეუმი და პომპეი ჯერჯერობით, ვიზიტორებს ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ იტალია გახდა ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც COVID-19-ით გარდაცვალებათა ყველა დიდი მაჩვენებლი დაფიქსირდა. ამ დრომდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 195 351 შემთხვევა, დაიღუპა 26 384 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 63 120 ადამიანი.