იტალიამ პლეი_ოფის საგზური დროზე ადრე მოიპოვა.თურქეთი უშანსოდ დარჩა

A ჯგუფის 2 შეხვედრა გაიმართა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში. ტურნირის ერთერთი მთავარი ფავორიტი იტალიის ნაკრები რომის ოლიმპიურ სტადიონზე შვეიცარიას დაუხვდა. მატჩი იტალიელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მანჩინის გუნდი დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ არც შვეიცარია თმობდა და თავგამოდებით იბრძოდა, პირველი გოლი, რომელიც მე_19 წუთზე გავიდა, კიელინის ანგარიშზეა. ვიდეოგადამოწმების შემდეგ მთავარმა მსაჯმა გოლი გააუქმა. იტალია უფრო გაძლიერდა და მანუელ ლოკატელომ დუბლი გაიფორმა.
მატჩის ძირითადი დროის მიწურულს კი იმობილემ საბოლოო წერტილი დასვა და ზომერის კარში მესამე გოლი გაიტანა. ბაქოში, თურქეთისა და უელსის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში დაძაბული თამაში იხილა მაყურებელმა.
პირველი ტაიმი უელსის 1 ბურთიანი უპირატესობით დამთავრდა მეორე ნახევარი თურქებმა შეტევაში აქტიურად დაიწყეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ.
მატჩი უელსელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა . ამ დროისთვის ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს “სკუადრა აძურა” იკავებს. ბოლო, მეოთხე პოზიციაზე კი ნული ქულით თურქეთის ნაკრებია