მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

იტალიაში დაკავებულ ბორის წიკლაურს რუსეთს გადასცემენ

იტალიაში დაკავებულ, წითელი ცირკულარით ძებნილ საქართველოს მოქალაქეს, რუსეთის ფედერაციას 13 მარტს გადასცემენ. გადაწყვეტილება, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები, 42 წლის ბორის წიკლაურის რუსეთში ექსტრადირების თაობაზე, იტალიის ორი ინსტანციის სასამართლომ მიიღო.

წიკლაურის ახლო ნათესავმა ნათია მექუდიშვილის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ საკუთარი მოქალაქის დასაცავად არაფერი იღონა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ რუს სამართალდამცავებს ინფორმაციას თავადვე აწვდიდა

” სახელმწიფომ არაფერი იღონა საკუთარი მოქალაქის დასაცვად. ათასჯერ მივმართეთ. პირიქით, საკუთარ მოქალაქეზე თავადვე აძლევდნენ ინფორმაციას. ფინანსურად უკვე ძალიან გვიჭირს, მაგრამ ხომ ვერ მივატოვებთ, ამიტომ რუსეთში ავიყვანეთ ადვოკატი. ექსტრადირების თარიღი უკვე გადაწყვეტილია. ძალიან გვეშინია, რომ რუსეთში რამეს დამართებენ. არადა, ამნისტიის აქტით არის განთავისუფლებული და წარმუდგენელი იყო მისთვის ბრალის ხელახლა წაყენება”- თქვა მექუდიშვილმა.

რუსეთის ფედერაცია, საქართველოს მოქალქე ბორის წიკლაურს, 1999 წელს ჩადენილ გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავება.

წიკლაურმა სასჯელი ნაწილობრივ მოიხადა, შემდეგ კი, რუსეთის ფედერალური კრების ამნისტიის აქტით პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდა.

ბორის წიკლაური რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოში ცხოვრობდა. წიკლაური 2019 წელს იტალიაში ისე წავიდა, რომ წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე, ინფორმაციას არ ფლობდა. მისი ოჯახი, საქართველოში, საპროტესტო აქციებს ატარებდა და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვდა, თუმცა იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მოქალაქის დასახმარებლად, საქმეში არ ჩაერია.

საკუთარი მოქალაქისათვის დახმარების თხოვნით, სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიმართავდნენ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, წიკლაურის ინტერესების დასაცავად მზადყოფნას გამოთქვამდნენ.

რადიო ” ჰერეთი” ბორის წიკლაურის იტალიაში დაპატიმრებისა და მოსალოდნელი ექსტრადირების შესახებ ექსკლუზიურად, 2020 წლის სექტემბერში წერდა.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button