მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

იტალიაში ლაგოდეხელი თემურ მოსაშვილი დაიკარგა

იტალიის ქალაქ ლეჩაში ლაგოდეხელი თემურ მოსაშვილი დაიკარგა. ახლობლები და ნათესავები მას 20 ივნისის შემდეგ ეძებენ. ინფორმაციას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ და იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს დახმარებას სთხოვენ.

ახლობლების განმარტებით, თემურ მოსაშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლტოლვილების თავშესაფარში ცხოვრობდა.

„დაახლოებით 10 დღის წინ აუწია სიცხემ და ავტობუსში, რომელიც მათ ემსახურებოდა უფასოდ, აღარ შეუშვეს იმის გამო, რომ სიცხე დაუფიქსირდა, 2 დღე- ღამის განმავლობაში ეძინა ლეჩეს პარკში, თან დაერთო ნერვიულობის ფონზე მაღალი წნევები და გონებასაც დრო და დრო კარგავდა.

20 ივნისის დილას დაკარგა ტელეფონი გიტარასთან ერთად და ამ დღის მერე დაიკარგა“- წერენ თემურ მოსაშვილის ახლობლები სოციალურ ქსელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button