იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა [Photo/video]

2 სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, ხოლო კიდევ 50 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, – გვაცნობებს იტალიური გამოცემა Ansa.

ქალაქების, ბარისა და ბარლეტას მონაკვეთზე მომხდარი ავარიის ადგილზე იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი ჩავიდა.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დაზარალებულების დასახმარებლად სისხლის ჩაბარებას სთხოვს. შემთხვევის ადგილზე 200 მაშველი მუშაობს.

მატარებლების შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ადგილობრივი საგამომძიებლო ორგანოები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება ადამიანური ფაქტორი იყო.

ორივე მატარებელი კერძო სატრანსპორტო კომპანია Ferrotramviaria SpA-ს ეკუთვნოდა.

შეჯახება 12 ივლისის დილით მოხდა. აღსანიშნავია, რომ ბარი-ბარლეტას მონაკვეთზე ყოველდღიურად 200-მდე მატარებელი კურსირებს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38292″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button