იტალიაში შაბიამანში შეღებილ ზეთისხილს ჰყიდნენ

იტალიის პოლიციამ სოფლის მეურნეობის მწარმოებელ რამდენიმე ფაბრიკაში მსხვილი სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით – Mamma mia ჩაატარა, – იუწყება გამოცემა La Stampa.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი უზარმაზარი თაღლითობის ფაქტს ჰქონდა. როგორც გაირკვა, მწარმოებლები შარშანდელ ზეთისხილს შაბიამანში ავლებდნენ, რათა ნაყოფს სიძველე არ დასტყობოდა.

სამართალდამცველმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომლის ფიგურანტი 19 ადამიანი გახდა. დამნაშავეები, საქონლისთვის სავაჭრო იერის მისაცემად, ზეთისხილს სპილენძის სულფატით ამუშავებდნენ და ასევე, იტალიაში აკრძალულ საკვებ დანამატ Е141-ს იყენებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button