იტალიელ მეძავებს ფორმის ტარებას აიძულებენ – Daily Mail
იტალიის ქალაქ სპინო-დადას ხელისუფლება, იმ მეძავებისთვის, რომლებიც მილანი-კრემონას გზატკეცილზე მუშაობენ, უნიფორმის შემოღებას აპირებს, – იუწყება The Daily Mail.
სექს-ინდუსტრიის მუშაკებს მოლკე კაბების ნაცვლად, შარვლების ტარებას და საგზაო მომსახურე პერსონალის მსგავსი – შუქ ამრეკლი უნიფორმების ტარებას აიძულებენ. ჩინოსნების ვარაუდით, ეს ზომები, გზებზე სახიფათო შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს, რომლებიც მეძავების გამო, ხშირად ხდება.
წინასწარი მონაცემებით, კანონი ძალაში სექტემბრიდან შევა. ვინც ახლადშემოღებულ წესს არ დაექვემდებარება, მას ჯარიმის სახით, 500 ევროს გადახდა მოუწევს.
როგორც დამოუკიდებელი ბრიტანული გაზეთი The Independent აღნიშნავს, მილანში ჩატარებული გამოფენა – „Expo 2015“ -ის გამო, გზებზე მეძავების რაოდენობამ 15 ათასს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში ორგანიზებული პროსტიტუცია და საროსკიპოები, 1958 წლიდან აკრძალულია.