იტალიელებმა ავტონომიური რობოტი-ტვირთიმზიდი შექმნეს [Photo/Video]

იტალიურმა კონცერნ Piaggio-მ, რომელიც Vespa-ს მოტოროლერებსა და მოპედებს უშვებს, ახალი დანადგარი – რობოტი Gita წარმოადგინა, რომელსაც სივრცეში თავისუფალი ორიენტირება და მძიმე ბარგის გადაზიდვა შეუძლია.
ინტერნეტ-პორტალ techcrunch.com-ის ინფორმაციით, რობოტი თვითმავალ დოლურას წარმოადგენს, რომელიც პატრონს მორჩილად მიჰყვება და 18 კილოგრამ ბარგს უმკლავდება.
Gita-ს დიამეტრი 66 სანტიმეტრს შეადგენს და იგი 35 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
რობოტი SLAM (Simultaneous Localization and Mapping) მართვის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც მოძრაობის პროცესში სამგანზომილებიან რუკას ქმნის. იმისთვის, რომ Gita-მ პატრონი იცნოს, ადამიანმა საგანგებო თეთრი ქამარი უნდა შემოირტყას.
ქუჩაში გადაადგილების დროს რობოტს უკან დასაბრუნებელი გზის დამახსოვრება და პატრონის მიერ დაპროგრამებულ მისამრთზე გაჩერება შეუძლია.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, არქიტექტორმა და დიზაინერმა გრეგ ლინმა განაცხადა, რობოტს დასახვეწად კიდევ ხანგრძლივი ტესტირება დასჭირდება და ამიტომ სიახლე გაყიდვაში მხოლოდ მომავალ წელს გამოჩნდება.