მნიშვნელოვანირეგიონი

ბორჯომში სპეცრაზმია მობილიზებული

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო პროცესი პარალიზებულია.

შენობის ორივე შესასვლელს შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. ქალაქში სპეცრაზმია მობილიზებული.

საქმე ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.

გვიან ღამით ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button