იტალიელი თავადი კანაფის მოყვანისთვის დააპატიმრეს [Photo/Video]

იტალიურმა პოლიციამ უძველესი დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი დააპატიმრა, რომელიც ქალაქ სანტა-მარინელაში საკუთარი ციხესიმაგრის ტერიტორიაზე კანაფის დათესვა-მოყვანაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 33 წლის თავადმა ანდრეა ოდესკალკიმ ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარე სათბურში 35 ბუჩქი კანაფი მოაშენა. მცენარის სიგრძემ 1 მეტრს მიაღწია. პოლიციამ ჩხრეკის დროს ასევე აღმოაჩინა 114 გრამი მარიხუანა და 7 გრამი ჰაშიში.

სანტა-მარინელის ციხესიმაგრე XVI საუკუნეში ააგეს, როგორც რომის გარეუბნების თავდაცვითი საშუალება. იგი ოდესკალკის ოჯახმა 1887 წელს შეიძინა. ამჟამად ციხესიმაგრე დიდებული საქორწინო ცერემონიების ჩასატარებლად ქირავდება.

იტალიელმა სამართალდამცველებმა თავადი ანდრეა ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და შენახვაში დაადანაშაულეს და სასამართლომდე შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

ოდესკალკის გვარი XIII საუკუნიდანაა ცნობილი. მისი წიაღიდან რამდენიმე კარდინალი და ერთი რომის პაპი გამოვიდა, რომელიც 1676 წელს აკურთხეს.

carabinieri-civitavecchia1-2

მსგავსი პოსტები

Back to top button