იტალიური მაფიის “ნათლია” პომპეზურად დაკრძალეს [Video/Photo]
რომში, იტალიური მაფიის გავლენიანი ბოსი ვიტორიო კასამონიკა, უჩვეულო პომპეზურობით, საკულტო ფილმ „ნათლია“-ს მუსიკის თანხლებით, უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
ცნობილი მაფიოზის ცხედარი, ექვსცხენიანი ეტლით, შავი ლიმუზინების თანხლებით, სან ჯოვანი ბოსკოს სახელობის ტაძარში მიასვენეს, ვერტმფრენიდან კი წითელი ვარდების ფურცლები დააყარეს.
ტაძრის კარიბჭეზე პლაკატები გამოფინეს, წარწერებით – „რომის მეფე“, „შენ რომი დაიპყარი, ახლა კი სამოთხის ჯერია“.
იტალიელმა პოლიტიკოსებმა ამგვარი ქმედება მკაცრად დაგმეს. იმის თაობაზე, თუ ვინ დგას ასეთი პომპეზური დაკრძალვის უკან, მემარცხენეთა პარტიის დეპუტატებმა ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვეს.
„დემკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი ქმედება ყოვლად დაუშვებელია“, – ნათქვამია დეპუპატების მიმართვაში.
ვიტორიო კასამონიკა 65 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”15973″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]კასამონიკა თეთრ პიჯაკში ცეკვავს