სპორტი

იურგენ კლოპი ჯუდ ბელინგემს უმიზნებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ 18 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის შესახებ ფეხბურთის სამყარო უკვე ალაპარაკდა.

ბელინგემმა, ლივერპულის მთავარ მწვრთნელზე, იურგენ კლოპზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა. ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი კლოპის დაუოკებელი ინტერესის სფეროში მოხვდა, თუმცა როგორც ჩანს ამ ტრანსფერს განხორციელება ჯერ არ უწერია

მიზეზი კი ფეხბურთელის ფასია. გერმანელებმა ბელინგემი 120 მილიონ ევროდ შეაფასეს. ინგლისელი, კონტრაქტის თანახმად ბორუსიაში 2025 წლისზაფხულამდე უნდა დარჩეს.

მიმდინარე სეზონში ჯუდ ბელინგემმა „დორტმუნდში“ 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ბელინგემი გერმანიაში 2020 წელს “ბირმინგემიდან” 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button