სპორტი
„იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ გამოტოვებულ მატჩს გადაითამაშებენ
მიმდინარე სეზონზე, 4 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაზე ნეაპოლელები „დელე ალპიზე“ საერთოდ არ გამოცხადდნენ და იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მათ ტექნიკური წაგება 0:3 ჩაუთვალა.
ფედერაცია მხოლოდ ამ სანქციით არ შემოიფარგლა და „ნაპოლის“საფეხბურთო კლუბს დამატებით ერთი ქულაც დააკლო. კლუბის ხელმძღვანელობამ მაშინ მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციები დაასახელა, თუმცა ეს საკმარის არგუმენტად არ მიიჩნიეს.
იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა „ნაპოლის“ აპელაციის საფუძველზე ახლახანს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აღნიშნული შეხევდრის გადათამაშება მოხდება და კლუბს სანქციები მოეხსნება.
„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრის ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.