სპორტი
იუვენტუსი კრახს გადაურჩა… პორტომ მოიგო
პირველი მერვედფინალური შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე პორტოსა და იუვენტუსს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
სტუმართა კარში გოლები ტაიმების დასაწყისშივე გავიდა. პირველი გოლი მეჰდი ტარემმა 63-ე წამზე გაიტანა, მარეგას მეორე გოლი კი მეორე ტაიმის მე-19 წამზე გავიდა.
მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, პირლოს გაწვრთნილები 2 ბურთიანი სხვაობით აგებდნენ.
ფედერიკო კიეზამ 83-ე წუთზე ე.წ. პრესტიჟის გოლი გაიტანა და საპასუხო მატჩის წინ ტურინელთა შანსები გაზარდა.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 9 მარტს იუვენტუსის სტადიონზე გაიმართება.