“იუვენტუსმა” “ბარსელონა” 3:0 დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტურინის “იუვენტუსმა” “ბარსელონა” 3:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში, მეშვიდე და ოცდამეორე წუთზე, დუბლი “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ გაიფორმა. 55-ე წუთზე კი მცველმა ჯორჯო კიელინიმ “ბარსას” კარში მესამე ბურთი შეაგდო.

11 აპრილს, ასევე, უნდა გამართულიყო დორტმუნდის “ბორუსიისა” და “მონაკოს” მატჩიც, თუმცა, გერმანული გუნდის ავტობუსთან მომხდარი აფეთქების გამო, თამაში 12 აპრილისთვის გადაიდო.

აფეთქების შედეგად, გუნდის მცველის, მარკ ბარტრას ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სტადიონზე შეკრებილმა “მონაკოს” მხარდამჭერებმა “ბორუსიის” გუნდი ტაშით გაამხნევეს.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრები 19 აპრილს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button