სპორტი

იუვენტუსმა მეოთხე თამაშიც ვერ მოიგო და გასავრდნ ზონაშია

იტალიის სერია A-ში მეოთხე ტური გავიდა და იუვენტუსს სატურნირო ცხრილში საგანგაშო მდგომარეობა აქვს

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში იუვენტუსმა შინ მილანი მიიღო და საშინაო თამაშის მიუხედავად, ფრეს დასჯერდა.

ანგარიში მე-4 წუთზე მორატამ გახსნა. თითქოს ბებერ ქალბატონს უპირატესობა უნდა შეენარჩუნებინა, თუმცა საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და დაისაჯა კიდეც.

იმის მიუხედავად, რომ „როსონერის“ ტრავმირებული ზლატან იბრაგიმოვიჩი და ოლივიე ჟირუ აკლდა, – მაინც შეძლეს და ტურინიდან 1 ქულა წამოიღეს.

76-ე წუთზე ანტე რუბიჩმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 1:1 და იუვენტუსმა 2 ქულა დაკარგა.

მილანს ოთხ ტურში 10 ქულა აქვს და ინტერთან ერთად ლიდერობს სერია A-ს, ხოლო იუვენტუსი 2 ქულით გასავარდნ ზონაში – მე-18 ადგილზეა!

მსგავსი პოსტები

Back to top button