მნიშვნელოვანისიახლეები

ივანე ჩხაიძის თქმით, ყოველდღიურად, 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება

პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – საქართველოში ვირუსის 26 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი შემთხვევების თითქმის 99 პროცენტი უკვე ომიკრონის შტამია. ეპიდემიოლოგები ვირუსის პიკს 2 კვირაში ელოდებიან. სპეციალისტების თქმით, თებერვლის მეორე ნახევრიდან, მდგომარეობის დასტაბილურება დაიწყება.
რაც შეეხება კლინიკებს, იქ პაციენტების რიცხვი არ იზრდება და მათი საერთო რაოდენობა არის 5500-მდე, რაც პანდემიის მიმდინარეობისას მართვის პროცესს აადვილებს.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის 15%-ს შეადგენს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონს მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, ის მაინც საყურადღებოა.

ივანე ჩხაიძის და ოთარ ჩოკოშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button