მნიშვნელოვანისიახლეები

ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ-ისინი სიაში ფორმალურად იყვნენ

ივანიშვილის პარლამენტში მისვლისთვის, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს

ოლიგარქი ივანიშვილი პარლამენტში მივიდა. “ოცნების” სიის პირველი ნომერი “ოცნების” თვითგამოცხადებული პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება.

ივანიშვილი პირველ რიგებში, მისივე პრემიერის, კობახიძის და პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შუაში ზის.

ივანიშვილის პარლამენტში მისვლისთვის, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი, მე-11 მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარს იტყვიან მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შესახებ მან მედიასთან კომენტარში განაცხადა პარლამენტის სადაო სხდომის დასრულების შემდეგ, 25 ნოემბერს.

„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი [ღარიბაშვილი], ირაკლი [კობახიძე] – პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები – საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყო.

“ქართულ ოცნებას” პარლამენტში 89 დეპუტატი ჰყავს. ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეები იქნებიან პარტიის საპარლამენტო სიის მომდევნო წევრები.

25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნა საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა, – რასაც პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

„ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, სხდომას ესწრებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე და საარჩევნო პარტიული სიის პირველი ნომერი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

სხდომაზე არ ყოფილა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები 11 საათიდან შეიკრიბნენ.

დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.

პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ – დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, პრეზიდენტის მსგავსად არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.

პარლამენტის სხდომა გახსნა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ.

პირველი სხდომა, – განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.

ის სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, – როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:

„არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას;
მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ;
მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.
პარლამენტში არ იმყოფება არც ერთი ბარიერგადალახული ოპოზიცია, ისინი ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებენ. სხდომა არ გაუხსნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. სხდომას, ასევე, არ ესწრებიან ელჩები.

მსგავსი პოსტები

Back to top button