“ივანიშვილი რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად”

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად.
15% კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა.
კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ სასურველია, ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 25% კი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი და ეკავოს ოფიციალური თანამდებობა.