მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ცენტრთან ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად არიან შეკრებილნი. მათ ცენტრთან პოლიცია დახვდათ მობილიზებული. ჭყლეტვაში მოყოლილი ერთი პირი შეუძლოდ გახდა, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტერიტორიას გაარიდა.

როგორც უგულავა აცხადებს, აქციები კვლავ გაგრძელდება, მომავალ კვირას კი დიდი აქცია დააანონსა.

ოპოზიციამ, მხარდამჭერებთ, რუსთაველზე შეკრებისკენ, ცესკოს პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ მოუწოდა. ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე დათვლილია 3838 საარჩევნო უბანი.

არსებული მონაცემების მიხედვით, “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.16%-იანი, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27.12%-იანი მხარდაჭერა აქვს.

დანარჩენი საარჩევნო ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შედეგი ასეთია: “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.78%, “პატრიოტთა ალიანსი” – 3.15% , “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15% , “ლელო“ – 3.16% , “გირჩი“ – 2.89% , “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.33 % , “ლეიბორისტული პარტია” – 1%

მსგავსი პოსტები

Back to top button