ივანიშვილის ხეების გადატანის პროცესი შეჩერდა

მაგნოლიის ხის ტრანსპორტირება შეჩერდა-სამუშაოების მწარმოებელ კომპანია “ზიმოში” განმარტეს, რომ ტრანსპორტირება წუხელ უამინდობის გამო გადაიდო და დღეს განახლდება.

ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციასთან მიმდინარეობდა ტრანსპორტირებისთვის საჭირო სამუშაოები, სარკინიგზო მაგისტრალის სადენების ჩახსნა და სატვირთო ავტომობილის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაყვანა.

ადგილზე ხის გადატანა ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბონდო თედორაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, ციხისძირი საკურორტო ზონაა და არ უნდა ხდებოდეს ასწლოვანი ხეების გადარგვა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, კი ტერიტორია, რომელზეც აღნიშნული ნარგავებია კერძო საკუთრებაა.
ციხისძირიდან ურეკის დენდროლოგიურ პარკში სულ 4 სხვადასხვა ჯიშის 9 ხის გადატანა იგეგმება.

გამოყენებულია აჭარის ტელევიზიის მასალები

მსგავსი პოსტები

Back to top button