მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ივანიშვილის მიერ გახარიას კრიტიკას მმართველ გუნდში აფასებენ

ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კრიტიკას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

“გახარია და მისი გუნდის წევრები დადიოდნენ და განსაკუთრებით რეგიონებში ავრცელებდნენ ისეთ ჭორებს, თითქოს ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, რაც იყო ტყუილი, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და როგორც ჩანს თვითონ ბიძინა ივანიშვილმაც საჭიროდ ჩათვალა შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და ღალატისთვის რომელიც ჩაიდინა გიორგი გახარიამ და მისმა გუნდის წევრებმაც,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ივანიშვილმა მკაფიოდ განმარტა გიორგი გახარიასთან მისი დამოკიდებულება:

“ბოლო ხანებში ამ თემასთან დაკავშირებით იყო გარკვეული სპეკულაციები და მე ვფიქრობ რომ კარგია და როგორც ჩანს საჭიროება დაინახა ბატონმა ბიძინამ რომ გაეკეთებინა განცხადება და მკაფიოდ დაეფიქსირებინა მისი პოზიცია,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა და გახარია მწვავედ გააკრიტიკა.

მსგავსი პოსტები

Back to top button