ივანიშვილის პარკში ასწლოვანი ტიტა გადაიტანეს

აჭარიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადაიტანეს.

სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამთენიისას დასრულდა.

ტიტას ხე, რომელსაც ტექნიკური პრობლემების გამო თითქმის ერთი თვე მახინჯაურის სანაპიროზე ყოფნა მოუწია, გურიის მიმართულებით დღის ბოლოს ზღვით დაიძრა. შეფერხების მიზეზი მაშინ ბარჟის დაზიანება გახდა.

აჭარიდან ყოფილი პრემიერის პარკში უკვე 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხე არის გადატანილი.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button