მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ივანიშვილს ჩემი დაჭერა სპორტად ექცა – გიგი უგულავა

გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის საქმეზე, მივიდა. პოლიტიკოსი სასამართლოზე ბრალდებულის სტატუსით წარსდგება. ასევე, ჩვენებას დაზარალებული ჩემპიონი ბადრი გავაშელიშვილიც მისცემს.

როგორც გიგი უგულავა ამბობს, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ანგარიშწორებასა და შანტაჟს აგრძელებს.

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ეს არის ჩვეულებრივი დეგრადირებული ლუდომანიისკენ მიდრეკილი ადამიანი, რომელმაც გაფლანგა ყველაფერი, რაც მოიპოვა და შემდეგ გახდა ივანიშვილის პაიკი ზონდერი და ნოემბრის აქციებზე ჩანს როგორ არბევს ის ხალხს. ალბათ ცხოვრებაში ბევრჯერ არ გექნება შესაძლებლობა ამ აბსურდის თეატრში მიიღო მონაწილეობა, რასაც ივანიშვილის სასამართლო და ეს კონკრეტული პროცესი წარმოადგენს. რაც უნდა ის გადაწყვეტილება მიიღოს მოსამრთლემ. ამით კიდევ ერთხე ჩამოეხდება ფარდა და ნიღაბი აი, იმ გულისამრევ საზიზღრობას , რასაც ივანიშვილის სასამართლო ჰქვია. ივანიშვილს ჩემი დაჭერა სპორტად ექცა, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ბრალის დამტკიცების შემთხვავაში გიგი უგულავას ციხეში კიდევ რამდენიმე წლის გატარება მოუწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button