მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც არის სწორი”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პოსტს ეკა ბესელიას რჩეული გედევან ფოფხაძე ვერ დაიკავებს.

ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტიდან საერთოდ გამოწვია. მას დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტშიც შეუწყვიტეს წევრობა. პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს დილით ბიძინა ივანიშვილს პირველად შეხვდნენ.

პირველი გადაწყვეტილებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ჩანს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მხარდაჭერა ირაკლი კობახიძისკენ იხრება.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა ლოიალური გადაწყვეტილება მიიღეს.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ გუნდის ყველა წევრს უფრთხილდება, ამიტომაც უფრო ხისტი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

მოისმინეთ მამუკა მდინარაძის, ზაქარია ქუცნაშვილის და გედევან ფოფხაძის ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button