ივანკა ტრამპი: საოპერაციოდან ვარსკვლავებისკენ [Photo/Video]

აშში-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი – ივანკა ტრამპი ყველა პარამეტრის მიხედვით იდეალური ქალბატონია. მისი სიმაღლე 180 სანტიმეტრს, ხილი წონა 64 კილოგრამს შეადგენს. მისი სხეულის პარამეტერები 102 – 69 -91 ქალის იდეალურ სილამაზეს აღემატება და ასეთი ქალბატონს პირველი ლედის წოდებაც დამშვენდებოდა.

“ივანკა ჩემი შვილი რომ არ ყოფილიყო, მასთან რომანს გავაბამდი”, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ამ განცხადებამ პუბლიკა და ჟურნალისტები შოკში ჩააგდო. მას შემდეგ ივანკას ავთენტური სილამაზის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება.

პლასტიკური ქირურგების აზრით, პრეზიდენტის ქალიშვილმა ცხვირისა და ნიკაპის კორექცია ჩაიტარა. ასევე იგი ბოტოქსსა და ფილერებს არ უგულებელყოფს.

წარმატებული ბიზნეს-ლედი და 3 შვილის დედა, ივანკა ტრამპი ამერიკელი დიასახლისების კერპად იქცა და მოძრაობა “დედიკოების გარდასახვას” დასაბამი მისცა.

ივანკა მარია ტრამპი 1981 წლის 30 ოქტომბერს ნიუ-იორკში დაიბადა. იგი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ყოფილი ჩეხი მოდელის – ივანას ქალიშვილია.

ასევე ივანკა ტრამპი „The Trump Organization”-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია. იგი მამამისს წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად ეხმარებოდა და მის მარჯვენა ხელად ითვლება.

[print_gllr id=55050]

მსგავსი პოსტები

Back to top button