კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ივერი მელაშვილის ადვოკატი ციხის ადმინისტრაციას უჩივის

ბრალდებულის უფლებების დარღვევაში მე-8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას ივერი მელაშვილის ადვოკატი ადანაშაულებს.

ედუარდ მარიკაშვილის მტკიცებით, ადმინისტრაციამ ბრალდებულს ადვოკატისთვის საქმესთან დაკავშირებით წერილის გადაცემის შესაძლებლობა არ მისცა

“უკვე დავტოვე განცხადება, საჩივარი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის სახელზე და მოვითხოვე შემდეგი რეაგირება იმიტომ, რომ ეს არის წარმოუდგენელი, რომ ასე ვთქვათ ბრალდებულს და ადვოკატს შორის კომუნიკაცია ასეთი უხეში ფორმით შეზღუდოს ციხის ადმინისტრაციამ,” – აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

ბრალდებას კანონის დარღვევასთან დაკავშირებით უარყოფს ციხის ადმინისტრაცია.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის წერილის ადრესატისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება და ის არ გულისხმობს ბრალდებულის მიერ თუნდაც ადვოკატისთვის გზავნილის პირდაპირ გაგზავნას.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button