ივლისიდან პენსიები 20 ლარით გაიზრდება

2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები 180 ლარი გახდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, “გუნდმა გადაწყვეტა, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები 20 ლარით გაიზარდოს”.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ მოდელზე.

ამჟამად ასაკით პენსიონერები ყოველთვიურად 160 ლარს იღებენ.

შეგახსენებთ: რამდენიმე კვირაა პარტია “ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლისთვის პენსიების 50 ლარით მომატებას ითხოვს და ამ მიზნით ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერებს აგროვებს.

ამ პარტიაში ამბობენ, რომ თუ “მთავრობა მომავალ წელს პრემიებსა და დანამატებზე უარს იტყვის, პენსიის 50 ლარით გაზრდა იქნება შესაძლებელი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button