მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ივლისიდან პური შესაძლოა კიდევ გაძვირდეს

პურზე და პურ-პროდუქტებზე ფასებმა შესაძლოა კიდევ მოიმატოს. ამის შესახებ პურის მწარმოებლები საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ ბოლო დროს ფქვილი 15 ლარით კიდევ გაძვირდა.

ფინანსთა სამინისტროში ოპტიმისტურად არიან განწობილები. მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოლოდინი აქვს რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე დაიწევს და ფასები დასტაბილურდება.

“ინფლაციის ტარგეტირება მიზნობრივ ნიშნულთან დაახლოება არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანა. მოლოდინი გვაქვს რომ მომდევნო თვეებში, ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები ყველა მიმართულებით, ტურიზმის სექტორის მიმართულებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებთ. ეს პოზიტიური მოლოდინები, ერთის მხრივ გაჩნდა პანდემიის განვითარების, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით. ასევე იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილისა და მაისის თვეში გვაქვს”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

მწარმოებლები პურზე ფასის მატებას უკვე 1 ივლისიდან ვარაუდობენ

მსგავსი პოსტები

Back to top button