პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1,9 მლრდ ლარით გაიზარდა, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.
2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14-ის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
„ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.9 მლრდ ლარით, ანუ 3.85 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.14 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი აგვისტოსათვის 51.17 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.32 პროცენტია“, – წერია სებ-ის ინფორმაციაში.