ივლიტა ჯიბუტის ცხედარი მზიურის ტერიტორიაზე იპოვნეს

მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვნეს კიდევ ერთი სტუდენტის,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან, ივლიტა ჯიბუტის ცხედარი. 

5 თვის ფეხმძიმე ივლიტა, მეგობარ, მარიამ ქუთელიასთან ერთად (რომლის ცხედარიც 15 ივნისს აღმოაჩინეს) ვერის ხეობის ტერიტორიაზე, მეუღლესთან ერთად სახლში იმყოფებოდა,თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დღეს.

ცხედარი ახლობლებმა უკვე ამოიცნეს. როცა სახლში წყალი შევარდა, მეუღლემ ის და მისი მეგობარი გოგო სახლის სახურავზე აიყვანა, საიდანაც სამაშველო სამსახურში დარეკა. როგორც ივლიტას მეუღლე ყვება “40 წუთი სახურავზე ელოდებოდნენ მაშველებს. ამ დროის განმავლობაში მეუღლე ივლიტას და მის მეგობარს ხელით იჭერდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სახლი, რომლის სახურავზეც იყვნენ, წაიღო და სამივენი წყალში ჩაცვივდნენ. სწორედ ამ დროს მოვიდნენ მაშველები, რომლემაც ივლიტას მეუღლის გადარჩენა მოახერხეს”

დაკარგული ივლიტას ძებნა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“გურიანიუსის” ინფორმაციით, ივლიტა ჯიბუტი წარმოშობით ჩოხატაურიდანაა, მამა გიორგის მრავალშვილიანი ოჯახიდან. დაიბადა და გაიზარდა ჩოხატაურში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button