ახალსოფლის მთებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მამაკაცის ცხედარი იპოვეს კახეთში, ახალსოფლის მთებში. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა.
ნაპოვნია ზურგჩანთა და იარაღიც. ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივებიც არიან ჩართულნი.
მათი განცხადებით, შესაძლოა არსებობდეს კავშირი ამ შემთხვევასა და გასული წლის დეკემბერში სწორედ ამ ტერიტორიიდან მონადირეების გაუჩინარებასთან.
2 ლაგოდეხელი და 1 ახალსოფლელი ახალგაზრდის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. დაკარგულების ოჯახების ვერსიით, ისინი დაღესტნის ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.