მნიშვნელოვანისიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილედ გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ – პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.
ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. 2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.
სხვადასხვა წლებში, გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო. 2017-2018 წლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად ამ წლის 11 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ რაც პრემიერის პოსტი ირაკლი კობახიძემ დაიკავა. მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. 22 აპრილს სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მინისტრს ჰყავდა 3 ახალი მოადგილე, გარდა ამისა მოადგილის პოსტზე რჩება თამარ გაბუნიაც. გარდა ამისა მე-10 მოწვევის პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილს, სავარაუდოდ, არჩილ გორდულაძე ჩაანაცვლებს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესვლა სწორედ არჩილ გორდულაძეს უწევს, რომელიც სიაში 75-ე ადგილზეა.

არჩილ გორდულაძე პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის ხელმძღვანელი იყო.

შეგახსენებთ გიორგი ცაგარეიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button