ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებაში უკვე ზღვარზეა-ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებაში უკვე ზღვარზეა, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ვართ უკვე გარკვეულ ზღვარზე. რა თქმა უნდა, მუშაობა მიმდინარეობს ყოველდღიურად, თუმცა რესურსი არის სულ უფრო და უფრო ნაკლები ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ჩვენს ექიმს და შესაბამისად თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც არიან მთავარი ბუსტერები ეპიდემიის“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდისპანდემიის მიზნებისთვის გამოსაყენებელი საწოლფონდის მაქსიმუმი საქართველოში 8 000 საწოლია, რასაც ყოველდღე დაემატება ასევე კოვიდსასტუმროები.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 გარდაიცვალა.