მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში, პოლიციის შენობასთან, ჟურნალისტმა თავი დაიწვა

რუსმა ჟურნალისტმა, ირინა სლავინამ, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის პოლიციის განყოფილების წინ თავი დაიწვა.

შემთხვევა 2 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულს წინ ჩხრეკა მის ბინაში უძღოდა, რომლის დროსაც, სლავინას ფეისბუქ პოსტის თანახმად, პოლიცია მისი ოპოზიციასთან კავშირის მტკიცებულებებს ეძებდა.

თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჟურნალისტმა ფეისბუქზე დაწერა:

“გთხოვთ, ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულოთ”.

სლავინა ადგილობრივი გამოცემის, “Koza Press”-ის რედაქტორი იყო, რომელიც თავს წარადგენდა დამოუკიდებელ, ცენზურისაგან თავისუფალ გაზეთად.

დაღუპვამდე 1 დღით ადრე, სლავინა წერდა, რომ პოლიციამ მისი ბინა გაჩხრიკა, რა დროსაც ეძებდნენ ოპოზიციური მოძრაობის, “ღია რუსეთის” ბროშურებსა და ანგარიშებს. აღნიშნული ორგანიზაცია პუტინის კრიტიკოსის, მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ ფინანსდება. სლავინა აღნიშნავდა, რომ წაიღეს ტექნიკა, მათ შორის, მისი ქალიშვილის ლეპტოპი და ქმრის მობილური.

რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სლავინა ზეწოლის ქვეშ იყო ხელისუფალთა მხრიდან.

ნიჟნი ნოვგოროდის პოლიციის განცხადებით, ის იძიებს განყოფილების წინ ქალის მიერ თავის დაწვის ფაქტს. უწყებას არ დაუკონკრეტებია მისი ვინაობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button