მნიშვნელოვანისიახლეები

ჯანმო დიდი ალბათობით წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს

დღეის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 420 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 205 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 324 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 708-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 721 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 987-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა

📌აჭარა – 11,

📌იმერეთი – 37,

📌ქვემო ქართლი – 13,

📌შიდა ქართლი – 26,

📌გურია – 23,

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19,

📌კახეთი – 17,

📌მცხეთა-მთიანეთი -5,

📌სამცხე-ჯავახეთი – 3, 📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

დღეს პირველი დღეა ორი წლის განმავლობაში, როცა ქვეყანაში კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. დადასტურებულია ინფიცირების 324 ახალი შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თუ ახალი შტამი არ გამოიკვეთება, მაშინ ჯანმო დიდი ალბათობით წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

ამირან გამყრელიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button