მსოფლიო

ჯანმო მთავრობებს ვაქცინაციისთვის მასობრივი მობილიზაციისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ამიტომ მთავრობებს, მწარმოებლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და რელიგიურ ლიდერებს ვაქცინაციისთვის მასობრივი მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყნებს კოლექტიური ვალდებულებისკენ მოუწოდებს, რომ მომდევნო 100 დღეში სამედიცინო მუშაკებისა და მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანების ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში დაიწყოს.

ცნობისთვის: ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 91 მილიონს აჭარბებს. 2 მილიონს მიუახლოვდა გარდაცვლილთა მაჩვენებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button