მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩვენ გვახსოვს საქართველო 2008 წელს ყირიმი 2014 წელს შემდეგ კი უკრაინაში უკვე ფართომასშტაბიანი შეჭრა-რუსეთმა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლი გადაწყვიტა

რუსეთი აცხადებს, რომ თუკი ქვეყანა გადაწყვეტს ნატო-ს წევრი გახდეს, ეს პროვოკაციაა, ეს არ არის პროვოკაცია ეს არის ერის დემოკრატიული, სუვერენული უფლება, რომ აირჩიოს ესა თუ ის გზა
ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებს სჯეროდათ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების, თუმცა რუსეთს ეს გზა არ აურჩევია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა გადაწყვიტა მეზობლების კონტროლი, სცადა გავლენის სფეროების აღდგენა, ამბობდა, რომ ქვეყნების მიერ ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება პროვოკაციაა.

„ეს არ არის პროვოკაცია, ეს არის ყველა ქვეყნის დემოკრატიული, სუვერენული უფლება, თავად აირჩიოს თავისი გზა. ამგვარად, ჩვენ გვქონდა საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და ფართომასშტაბიანი ინტერვენცია 2022 წელს. ამიტომ ჩვენ სხვა ვარიანტი არ დაგვრჩა, გარდა თავდაცვაში ინვესტირებით და უკრაინის მხარდაჭერით ნატო-ს მოკავშირეების მშვიდობის უზრუნველყოფა, რადგან თუ პრეზიდეტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, ასევე – საფრთხე ჩვენთვის.
ეს არის გზავნილი ავტორიტარი ლიდერებისთვის, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია. ასე რომ, ჩვენი უსაფრთხების ინტერესებშია უკრაინის მხარდაჭერა და მადლობელი ვარ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები უკრაინას უწევენ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ჩვენ გვახსოვს საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, შემდეგ კი უკრაინაში უკვე ფართომასშტაბიანი შეჭრა

ნატოს გენერალური მდივანი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ესაუბრა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს იქნება გზავნილი რომ ავტორიტარი ლიდერები იყენებენ სამხედრო ძალას და იღებენ იმას რაც სურთ.

“ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველას გვსურს ინვესტიცია იარაღის გარდა სხვა რამეში ჩავდოთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ხანდახან იარაღში ინვესტიცია მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. ჩვენ გვჯეროდა ახალი პარტნიორობის და გვჯეროდა რუსეთთან მუშაობის შესაძლებლობის, რადგან ისტორიაში ვნახეთ, რომ ძველი მტრები შეიძლება გახდნენ მეგობრები. მე მჯერა, რომ ეს ასევე შესაძლებელი იყო რუსეთთან. რუსეთმა ეს გზა არ აირჩია. მოსკოვმა გადაწყვიტა მეზობლების გაკონტროლება, ცდილობდა ზედმიწევნითი გავლენის აღდგენას. მოსკოვი აცხადებდა, რომ პროვოკაცია იქნებოდა, თუ ქვეყანა გადაწყვეტდა ნატოში გაწევრიანებას. ეს არ არის პროვოკაცია. ყველა ერის დემოკრატიული, სუვერენული უფლებაა აირჩიოს გზა. ჩვენ გვახსოვს საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, შემდეგ კი უკრაინაში უკვე ფართომასშტაბიანი შეჭრა. თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს იქნება გზავნილი რომ ავტორიტარი ლიდერები იყენებ სამხედრო ძალას და იღებენ იმას რაც სურთ,” – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ევროკავშირისა და ნატო-ს ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უკრაინაში ომმა ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, რადგან ეს არის ყველაზე სასტიკი და მასშტაბური ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

„რეალობა ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც გასულ წელს უკრაინაში შეიჭრა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან აბსოლუტურად არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები, უკრაინელი ხალხის, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, ერთგულება და სიმამაცე. კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც მან დაუშვა, იყო ის, რომ მან არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, ეკონომიკური სანქციებით, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით უკრაინის მხარდაჭერის, უკრაინის გვერდით დგომის ჩვენი მზადყოფნა, ჩვენი ერთგულება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უპრეცედენტოა. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, დასავლეთის მხარდაჭერამ უკრაინელებს მისცა შესაძლელობა, დაეწყოთ კონტრშეტევა და მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს, რადგან „ეს არის მძიმე, რთული ბრძოლა, თუმცა უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის ძალების თავდაცვის ხაზების გარღვევა და წინ მიიწევენ“.

იენს სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინა არასდროს ყოფილა ნატო-ს წევრობასთან იმაზე ახლოს, ვიდრე ახლაა. მისივე თქმით, ამას ადასტურებს ნატო-სა და უკრაინის ძალების ურთიერთთავსებადობა, ნატო-უკრაინის საბჭო და უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნის ამოღება.

კითხვებზე პასუხისას სტოლტენბერგი ასევე გამოეხმაურა რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის ნამტვრევების ჩამოვარდნის საკითხს.

„ჩვენ არ გვაქვს რამე ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან გამიზნული თავდასხმა და ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button