მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ჯარიმების ამნისტიას ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს
პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების ამნისტიას წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს ოპოზიცია.
“ნებისმიერი შეზღუდვის დარღვევის წახალისება იქნება ეს ქმედება. მეორეს მხრივ წინასაარჩევნო გარემოს ემთხვევა და არის ისეთივე მოსყიდვა, როგორც ბანკის ვალების განულება,” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ.
მმართველი გუნდი კი ინიციატივის მიზეზად პანდემიით გამოწვეულ მძიმე სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.
245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი ადმინისტრაციული ჯარიმისგან გათავისუფლდება. კომიტეტებმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯამში 76 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოიწერება.