რეგიონი

ჯაშუშობისთვის დაკავებულის ნათესავები ბრალდებას უარყოფენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” თანამშრომლების მიერ, საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე დააკავებას მისი ახლო ნათესავები ეხმაურებიან.

ქრისტინას დედის თეა გამსახურდიას ბიძა ნუგზარ ფუტკარაძე ამბობს,რომ შესაძლოა ქრისტინეს საბუთები არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ დააკავეს და კატეგორიულად არ ემხრობა, გოგონას მიმართ წაყენებულ “ჯაშუშობის” ბრალდებას.

“კარგი გოგო იყო,კარგი ბავშვი,აქ გაიზარდა 10 წლამდე. მერე იქით წაიყვანეს, მამა ცხოვრობდა ოტობაია-ფიჩოროს საზღვარზე.

დღეს გავიგეთ ტელევიზიით რომ გადასულა მე დიდი ხანია არ მინახავს. თბილისში მუშაობდა ექთნად,მერე არ მინახავს.

ტერორისტი არისო საიდან მოიტანეს,ჯაშუშობა ამ ბავშვის. კადრები რაც ვნახეთ,ცუდი სანახავია. შეიძლება საბუთი არ ჰქონდა,ბევრს არა აქვს საბუთი. მამამისს ოპერაცია უნდა გაუკეთონ გულის. დედამისი თეა თბილისშია.24 წლისაა,უნდა გაათავისუფლონ. მივმართავთ ყველას. საერთაშორისო ირგანიზაციებს დახმარებისთვის”_ამბობს ბიძა ნუგზარ ფუტკარაძე.

ზუგდიდში დაბადებულ და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს “ჯაშუშობას” ედავებიან.

ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 24 წლის თაკალანძე “უცხოური დაზვერვის” დავალებით, სპეცსამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

“მისი მიზანი იყო საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, სახელმწიფო, სამხედრო და სხვა საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება, მათი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის შესაქმნელად, საგარეო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის საზიანოდ”_ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის დაკავებას ეხმაურება. უწყების განცხადებით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქრისტინე თაკალანძე უკანონოდ დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button