ჯავახაძემ იმარჯვა
საერთაშორისო ოსტატ ზურა ჯავახაძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული ქართული გრან პრის მეორე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში.
გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა კონკურენტებისათვის. ჯავახაძეს ნახევარი ქულით ჩამორჩა საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე, ხოლო მესამე ადგილზე 7 ქულით საერთაშორისო დიდოსტატი დავით მაღალაშვილი გავიდა.
ტურნირში დაწესებული იყო საპრიზო ფონდი 1000 ლარის ოდენობით.
წყარო: Worldsport.ge